1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან გაბრიელა ჰაინრიხთან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ. აგრეთვე, მიმოიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ განიხილა უკრაინისადმი საქართველოს მიერ გაწეული პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.
გერმანული მხარის ინტერესის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.
გაბრიელა ჰაინრიხმა გამოხატა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ.