1740388520
სპეციალური რეჟიმი დაწესდა! - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“.
გარდა ამისა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დიდთოვლობის გამო დაწესდა ბაღდათი-საირმეს მონაკვეთზე.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ25-კმ50 მონაკვეთზე (ბაღდათი-საირმე) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.