ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებასა და მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - კვენტინ ვეილერი

ნჯ

 107 მომხრე - 8 წინააღმდეგი. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2008 წლის შემდეგ ხმათა რეკორდული მაჩვენებლით, მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

რეზოლუციის განხილვისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა. გაეროში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლის, კვენტინ ვეილერის განცხადებით, ევროკავშირი კვლავინდებურად ერთგული რჩება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერის, კერძოდ, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის საშუალებით, რომელიც თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

"ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ერთგულებასა და მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი კვლავინდებურად ერთგული რჩება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერის, კერძოდ, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის საშუალებით, რომელიც თანათავმჯდომარეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

ევროკავშირი გამოხატავს შეშფოთებას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე იმ მუდმივ ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებსაც აწყდება კონფლიქტისგან დაზარალებული მოსახლეობა. ევროკავშირი მოუწოდებს, უზრუნველყოფილ იქნას სრული, უსაფრთხო და დაბრკოლების გარეშე ჰუმანიტარული წვდომა ამ მოსახლეობის დასახმარებლად, განსაკუთრებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში.

ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა კვენტინ ვეილერმა.