VIDEO: მგზავრმა, თვითმფრინავის ჩამოგდებამდე და მას შემდეგ, თავისი მეუღლისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო
1735280058
წარმოიდგინეთ, სად არის ევროკავშირის კონკრეტული სტრუქტურა, რა მძიმე მდგომარეობაა და ამ მძიმე მდგომარეობას აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის ის გარე გავლენები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სხვანაირად, ამ კანონის განხილვა ევროკავშირში არ გაჩერდებოდა, - განაცხადა გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ გაჩერდა ევროკომისიის მიერ ინიცირებული უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის მიღების პროცესი და კარგავდა თუ არა ამით ევროსტრუქტურა საქართველოს კრიტიკაზე გავლენას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტრუქტურები არ არის სრულად დამოუკიდებელი და მათზე გავლენა გლობალური ომის პარტიას აქვს.
„ღიმილისმომგვრელია, ტრაგიკული რომ არ იყოს. წარმოიდგინეთ, ევროკავშირმა დააინიციირა კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ, მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ ეს კანონი ანუ, „ენჯეოების“ გამჭვირვალობა ევროკავშირშიც არის მნიშვნელოვანი და გააჩერა ამ კანონის განხილვა ერთადერთი მიზეზით, რომ მერე ვეღარ მოსთხოვენ საქართველოს ამ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას.
წარმოიდგინეთ, სად არის ევროკავშირის კონკრეტული სტრუქტურა, რა მძიმე მდგომარეობაა და ამ მძიმე მდგომარეობას აქვს ერთადერთი მიზეზი - ეს არის ის გარე გავლენები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სხვანაირად, ამ კანონის განხილვა ევროკავშირში არ გაჩერდებოდა. თუმცა, ევროკავშირის სტრუქტურები, სამწუხაროდ, არ არის სრულად დამოუკიდებელი. არის არსებითი გავლენა იმ ძალების მხრიდან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალური ომის პარტიას და ასეთ პირობებში მათ უწევთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება. მიაჩნიათ, რომ რაღაც კანონი არის მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, მაგრამ ვერ იღებენ ამ კანონს, რადგან არ უნდათ იგივე კანონის მოქმედება საქართველოში, ეს არის ტრაგი-კომიკური მოვლენა“, - აღნიშნა კობახიძემ.