ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო ხელისუფლებას - შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს

ლუიშ გრასა

კოპენჰაგენი, 2024 წლის 3 დეკემბერი – საქართველოში ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებისა და პოლიციასთან შეტაკებების საპასუხოდ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრაჩამ (პორტუგალია) მოუწოდა მომიტინგეებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელისუფლებას - პატივი სცენ ფუნდამენტურ პრინციპებს, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. დღეს მან შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„ძალიან შეშფოთებული ვარ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. ბოლო დემონსტრაციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ვიზიარებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოთქმულ შეშფოთებას.

მე ასევე მოვუწოდებ აქციის ყველა მონაწილეს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. მოვუწოდებ, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყოს. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ხაზს ვუსვამ, პოლიციას აქვს პასუხისმგებლობა, გამოიჩინოს თავშეკავება დემონსტრანტებზე რეაგირებისას, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს მომიტინგეების ხმას და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებას.

როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებიდან ირკვევა, არჩევნები ჩატარდა ღრმად პოლარიზებულ გარემოში, რომელიც დღესაც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ ეუთო/ODIHR-ის მომავალი არჩევნების ანგარიში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, ხელი შეუწყოს დიალოგს და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიულ და კონსტიტუციურ წესრიგს, კანონის უზენაესობას და ყველა ქართველის კეთილდღეობას. ეს ასევე მოიცავს,ნებისმიერ ჩართულობას ეუთოს/ODIHR-ის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლებიც უნდა განიხილებოდეს პარლამენტში.

ამ კრიტიკულ მომენტში, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველოს ხალხი იმსახურებს მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს და ჩვენი ასამბლეა რჩება ერთგული მხარი დაუჭიროს ამ მიზნის მიღწევის მცდელობებს“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის ივლისში, ასამბლეამ მოუწოდა ეუთოს და მის წევრ სახელმწიფოებს, ყოვლისმომცველი თვალსაზრისით გადახედონ უსაფრთხოების არქიტექტურას, რათა მხარი დაუჭირონ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ ჰელსინკის საბოლოო აქტითა და გაეროს წესდებით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და დაცვის უფლება, მაგრამ არ გააჩნიათ უსაფრთხოების გარანტიები მათი სრულად აღსრულებისთვის, მათ შორის ძირითადად, უკრაინაში, მაგრამ ასევე პოტენციურად სხვა „ნაცრისფერი“ ზონის სახელმწიფოებში, როგორიცაა მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და სომხეთი“, – ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.