1746008707
„საბედისწერო აღმოჩნდა ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი...“ - 5 წლის გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა

მაიამიში, ემიგრანტის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. 5 წლის გოგონა აუზში დაიხრჩო. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ჩვენს თანამემამულეს მაია დათუაშვილს პატარა მერიემ-ანას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ზეცაში გაფრინდა 5 წლის ანგელოზი...
საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი მარიკოსთვის მაიამის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზი. ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედია დაატყდა ახალგაზრდა ოჯახს …
მარიკოს სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ცრემლების ნამი…
მჯერა, თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა, გვერდში დავუდგეთ და შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ახალგაზრდა ოჯახს, რაზედაც წინასწარ გიდასტურებთ უდიდეს მადლიერებას
Maia Datuashvili ზელე: (646) 400-9206“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.