ცნობილია, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა
1735041597
პოლიტიკური დისკუსიის თემაა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა. პასკალ ალიზარდი მაკა ბოჭორიშვილის სახელზე დაწერილ ტექსტში მომავალ თანამშრომლობაზე საუბრობს.
აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ფართო არჩევანი შესთავაზა ამომრჩევლებს, ხოლო ტექნიკური თვალსაზრისით, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული. “ქართული ოცნებისთვის“ ეს არჩევნების აღიარების კიდევ ერთი დასტურია.
ოპოზიცია კი ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის შეფასებებს არ იზიარებს- აცხადებს, რომ პარლამენტი და მის მიერ დამტკიცებული მთავრობა არა ლეგიტიმურია.
“ეუთო/ოდირის ხელმძღვანელის წერილი, სადაც მას უნდა სჯეროდეს, რომ “ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს, ეს არის მისი სურვილი და არა რეალობა. იმხელა პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან, რომ ვერც ერთი წერილი, თუნდაც სურვილების კუთხით ვერ შეცვლის იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში შექმნეს. ეს ყველაფერი არის მორიგი პროპაგანდის წარუმატებელი მცდელობა, საკმაოდ კრიტიკული წერილი გაასაღონ გამარჯვებად და ლეგიტიმაციის აღიარებად. მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, მათ აქვთ “ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ფილიალი პარლამენტში“, - განაცხადა პარტიის ”გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ.