ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს, საკვების მოსამზადებლად
1760459135
ეუთო-ს თბილისში მყოფ მოქმედ თავმჯდომარეს დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიიღებს. დღესვე, დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მონახულება.
ელინა ვალტონენი, რომელიც, ეუთო-ს თავმჯდომარეობის პარალელურად, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას. ერთობლივი განცხადებების შემდეგ, ევროპელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
მისი თქმით, მაკა ბოჭორიშვილთან საუბარი შეეხებოდა მოუგვარებელ კონფლიქტს, რუსეთის ვალდებულებებს 2008 წლის ექვსპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში და ეუთო-ს როლს. ასევე - საქართველოში არსებულ შიდა მდგომარეობას.
გუშინვე, ელინა ვალტონენი შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტს ეხმაურება პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ზურაბ რურუას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფოს.
"ეუთო-ს თავმჯდომარე იქნება, თუ ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, აუცილებელია, პატივი სცეს საქართველოს სახელმწიფოს, ამიტომ ყველაფერი, მათი მხრიდან, რაც იქნება გაცხადებული, უნდა იყოს ობიექტური და არა სუბიექტური, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა ევროპელი პარტნიორის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტი, ჩვენ ერთი გვექნება სათქმელი, რომ ყველა ამ ადამიანმა სახელმწიფოს სცეს პატივი, შეაფასოს ყველა ფაქტი ობიექტურად, რაც საქართველოში ხდება", - განაცხადა ზურაბ რურუამ.