ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა - „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ პია კაუმას წერილით მიმართავენ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა - „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო“ პია კაუმას წერილით მიმართავენ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი პოლიტიკური დისკუსიის თემაა. პია კაუმა თბილისში 8 იანვარს ჩამოდის. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიმართავენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გადახედოს თბილისში ვიზიტის დროსა და მიზანს - პარტიების მიერ გაგზავნილ წერილებში ვკითხულობთ, რომ ვიზიტი მიზანშეწონილი იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებს და პატიმრების გათავისუფლებას.

პია კაუმას დამოუკიდებლად წერილით მიმართა გიორგი გახარიას გუნდმა. ისინი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მოუწოდებენ, უარი თქვას 8 იანვარს თბილისში დაგეგმილ ვიზიტზე.

"იმის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნების" თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ამ პირობებში, ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება", - წერია წერილში.

პია კაუმას მიმართავენ ჯო უილსონი, მიხაილ როთი და რასა იუკნე-ვიჩიანეც - მოუწოდებენ მას, უარი თქვას ვიზიტზე.

"აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ. ამ ვიზიტის ორგანიზებაში თქვენი კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, ვშიშობ, გარდაუვალია, რომ "ქართული ოცნება" არასწორად ახსნის თქვენს ჩართულობას, როგორც საერთაშორისო დადასტურების სიმბოლოს. პატივისცემით გთხოვთ, რომ გადახედოთ თქვენს დაგეგმილ ვიზიტს", - წერს ჯო უილსონი.