1784795628
„ეტყობა, კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო „სპისოკი“, იმ „სპისოკში“ არ ეწერა სააკაშვილი, ანუ ჩამოწერილია“ - ირაკლი ზარქუა
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ სიას გამოეხმაურა, რომელიც მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ზარქუას შეფასებით, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
ამასთან, ზარქუამ შეაფასა ენმ-ისა და მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილება, რომ სიაში სააკაშვილი სიაში ვერ მოხვდა. ზარქუას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველას "ჩამოწერილი ჰყავს."
"ჩვენი მმართველობის დროს, საქართველოს არც ჰყოლია და არც ეყოლება პოლიტპატიმარი. ადამიანი იხდის სასჯელს კონკრეტული დანაშაულების გამო, რომლებიც დამტკიცებულია მტკიცებულებებით. ეტყობა კაპიტანმა გიგაურმა, რაც მიიღო "სპისოკი" იმ "სპისოკში" არ ეწერა სააკაშვილი, ანუ ჩამოწერილია, იქიდანაც კი ჩამოწერილია და სერიოზულად არ აღიქვამენ. მე მგონი, ბელადის აღზევება წარსულს ბარდება კოლექტიურ "ნაცმოძრაობაშიც," იქაც კი არ აღიარებენ უკვე. ახლა ამ კაცმა, რა ქნას, არც აქანა მიიღონ, არც იქანა დარჩეს?! - დარჩა ასე, "ლუზერად," რაც იყო თავიდან ბოლომდე.
შენ როდესაც შენი ქვეყნის, ხალხის, ტრადიციებისა და ეკლესიის წინააღმდეგ გაილაშქრებ, ბუნებრივია, შენებიც კი მიგატოვებენ. ეს "უსამშობლოები" კაპიტანი გიგაური და მისი მთელი აგენტურა, ისინიც კი არ გაგითვალისწინებენ, რადგან ჩამოწერილი, "ლუზერი" კაცი არავის არ სჭირდება. მგონი, მხოლოდ ქალბატონი ნანულა შერჩა," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.










