ე.წ. "ოპოზიციის" თუ "მესამე სექტორის" მხრიდან კანდიდატის სტატუსის საკითხებზე, არჩევნებზე დეზინფორმაციის შემცველი თითოეული დოკუმენტი უცხო ქვეყნების დაზვერვის და ცალსახად საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო შედგენილი - დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთმა წევრმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ  „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ამზადებს საჩივარს ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანენ.

ქართველიშვილის თქმით, ბრალდებულთა სია არის მრავალრიცხოვანი, კონკრეტული და უტყუარი მტკიცებულებებით გაჯერებული, მოწმეთა ბაზის ჩათვლით.

„სსკ-ს 314-ე მუხლი. ჯაშუშობა.1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის  დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.ჩემთვის, როგორც არა-იურისტისთვის და სამართლებრივ საკითხებში დილეტანტისთვის აი ეს მომენტია საყურადღებო: "საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის  დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა". უკანასკნელ წლებში, ე.წ. "ოპოზიციის" თუ "მესამე სექტორის" მხრიდან ევროვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხებზე, არჩევნებზე დეზინფორმაციის შემცველი თითოეული დოკუმენტი თუ განცხადება, უცხო ქვეყნების დაზვერვის ინტერესებში და ცალსახად - საქართველოს ინტერესების საზიანოდ იყო შედგენილი. ბრალდებულთა სია არის მრავალრიცხოვანი, კონკრეტული და უტყუარი მტკიცებულებებით გაჯერებული, მოწმეთა ბაზის ჩათვლით. ველოდებით ამ საქვეყნო საქმის პრაქტიკულ განხორციელებას.“-წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.