ესენი არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ოპოზიციაში არიან - არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“

არჩილ გორდულაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, არამედ საქართველოს ოპოზიციაშია, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, არჩილ გორდულაძე.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეილახოს, ამ ქვეყანაში უზრუნველყონ სხვა ძალების დავალებების შესრულება, პირდაპირ ხაზზე არიან თავიანთ პატრონებთან და ყველაფერს აკეთებენ რომ ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელი შეუშალონ.

ვინმეს შეუძლია ახსნას, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია აღარ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მხარდამჭერების რაოდენობა იმგვარად გადაანაწილონ, რომ რაც შეიძლება მეტი მანდატი მოიპოვონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.