ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ შეფასებებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით არსებულ რადიკალურ ოპოზიციას ზურგს სწორედ მსგავსი განცხადებები უმაგრებს.
„ამ ტიპის განცხადებებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შინაარსობრივად ეს ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილსა და სიცრუეზე. 1 120 000-მა ადამიანმა ხომ იცის, რომ მივიდა და ხმა მისცა მშვიდობას; ხმა მისცა ბოროტების წინააღმდეგ; ხმა მისცა ომის წინააღმდეგ; ხმა მისცა იმ ფაშიზმის წინააღმდეგ, რომელიც გაბატონებულია ქვეყნის შიგნით ამ რადიკალების ჩართულობით, რომელიც იმართება გარედან ამ ტიპის განცხადებებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.