პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
CNN-ი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იუწყება, რომ საპროტესტო გამოსვლები საქართველოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისგან „უცხოურ აგენტებად“ დარეგისტრირებას მოითხოვს.
„კანონპროექტს ადარებენ რუსეთში მიღებულ დრაკონულ კანონებს და უფლებადამცველი ჯგუფების მას გმობენ, როგორც ქვეყანაში ძირითადი თავისუფლების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობას. მოვლენებმა მასობრივი არეულობა გამოიწვია, ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა თბილისის პარლამენტის შენობის წინ, რომლებიც აფრიალებენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირის დროშებსაც”, - იუწყება CNN-ი.
ტელეკომპანიის შეფასებით, კანონპროექტი შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას.
„კანონპროექტს ფართოდ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მას საშინელი გავლენა ექნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებული არასამთავრობო და საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის. ეს ასევე შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი „შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“ და შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, -იუწყება CNN-ი.