Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
ეს რეზოლუციაც არის ერთ-ერთი მაშველი რგოლი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ რამენაირად გაუზარდონ მათ რეიტინგი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით გარე აქტორების მხრიდან, როგორი ორკესტრირებული ჩარევა ხდება ჩვენს შიდა საქმეებში, მით უმეტეს, წინა საარჩევნო პერიოდში, - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.
"დღის კურიერის" ეთერში, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ არ სცემენ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს, ასევე არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას.
"ეს რეზოლუციაც არის ერთ-ერთი მაშველი რგოლი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ რამენაირად გაუზარდონ მათ რეიტინგი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით გარე აქტორების მხრიდან, როგორი ორკესტრირებული ჩარევა ხდება ჩვენს შიდა საქმეებში, მით უმეტეს, წინა საარჩევნო პერიოდში. ამით ისინი გამოხატავენ, რომ არ სცემენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს, ასევე არ სცემენ პატივს გაეროს წესდებას.
რეზოლუციაში ახალი არაფერი არ გვინახავს, კანონპროექტების, რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებენ და ამბობენ, რომ თურმე დემოკრატიის უკუსვლა არის საქართველოში, ეს არის ორი კანონი. ერთი არის გამჭვირვალობის ქართული კანონი, სადაც ჩვენ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი ვერც ქვეყნის გარედან და ვერც ქვეყნის შიგნიდან, რატომ არის ეს კანონი ცუდი. მინდა შეგახსენოთ ჩვენი პრემიერ მინისტრის არა ერთგზის მოწოდება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩების მიმართ, რომ იმის გამო, რომ ხალხში არის ჭარბი ინტერესი ამ კანონთან დაკავშირებით, დავსხდეთ და გავმართოთ საჯარო დისკუსია, სადაც წარმოადგინეთ თქვენი არგუმენტები, თუ რა ნაწილში ან რომელ მუხლში არ შეესაბამება ეს კანონი ევროპულ ღირებულებებსო და ასეთი ტიპის შეხვედრა დღემდე ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ლგბტ პროპაგანდასა და ევროპას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება. მისი თქმით, საქართველო ევროპულ ღირებულებებს განიხილავს ღირებულებებს, რომლებიც ეფუძნება ქრისტიანულ საფუძვლებს.
"რაც შეეხება ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონს, აქ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კანონი. ჩვენ რომ ვაკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები, მაგალითად დასავლეთის წამყვან, განვითარებულ ქვეყნებში, მასობრივად მიმდინარეობს სკოლებში აგიტაცია ბავშვებში, რომ თითქოს ისინი სქესით არ არიან დაბადებული და რომ გაიზრდებიან მერე უნდა აირჩიონ რომელ სქესს მიეკუთვნებიან და ა.შ. ასეთი ტიპის პროპაგანდაა მოხვეული. ძირითადად ბავშვებზეა ეს ყველაფერი კონცენტრირებული. ჩვენ ამას არ დავუშვებ. თუ ვინმე ტოლობის ნიშანს სვამს ევროპასა და ლგბტ პროპაგანდას შორის, ის ძალიან აცდენილი ყოფილა რეალობას, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი რანგის პოლიტიკოსია. ევროპულ ღირებულებებს ჩვენ განვიხილავთ ღირებულებებს, რომლებიც ეფუძნება თავიდან ბოლომდე ქრისტიანულ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ მივიჩნევთ ჩვენ თავს ამ სივრცის ნაწილად.
როდესაც 2030 წელს გაიხსნება ევროკავშირის კარი ახალი წევრებისთვის, ჩვენ ყველაზე მომზადებულები შევხვდებით დანარჩენ კანდიდატ წევრ ქვეყნებთან შედარებით. როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით. ჩვენ რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ მივდივართ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით,“ - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334