ეს ნიშნავს აღიარებას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ, მათი ამომრჩევლისთვისაც კი - რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ოპოზიციის ბოიკოტზე

იონათამიშვილი

ეს ნიშნავს აღიარებას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ, მათი ამომრჩევლისთვისაც კი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„როდესაც პრინციპების დონეზე განიხილება ეს კანონპროექტი და პრინციპები არის ძალიან კონკრეტული, მკაფიო, რომ უნდა იყოს თუ არა დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, სამედიცინო მანიპულაციები უნდა ტარდებოს თუ არა სქესის შეცვლის მხრივ, მათ შორის, არასრულწლოვანებში, ბაღებსა და სკოლებში ლგბტ ლიტერატურა უნდა შედიოდეს და ისწავლებოდეს თუ არა. როდესაც ამ საკითხებზე უჭირთ ამ ადამიანებს კონკრეტული პოზიციების დაფიქსირება, ეს ნიშნავს, რომ ამის საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ მათ სინამდვილეში და რეალურად, ეს ბუჩქებში დამალვას კი არ ნიშნავს, არამედ, აღიარებას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან იმ პრინციპებს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ, სინამდვილეში, მათი ამომრჩევლისთვისაც კი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტებზე პარლამენტი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. ოჯახის ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას ოპოზიცია მხარს არ უჭერს.