ცნობილია ექიმის ვინაობა, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა
1737359069
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომა ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებით დაიწყო.
„17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. ევროკომისიამ რეკომენდაციაში ჩაწერა და საბჭოს მიმართა, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.