„შვილმა არ დამირეკა, არ მომილოცა, სამაგიეროდ...“ - რას წერს იუბილარი ცისნამი საყვარლიშვილი
1732656440
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, სამოქალაქო სექტორის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია არა ქვეყნის პოლიტიკური მიზნების გამოყენებისკენაა მიმართული.
„გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, „სირცხვილიასა“ და ბევრი მათი სატელიტის, ისევე, როგორც მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის მოქმედებებში, გეგმებში ევროპული არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ არის მიმართული ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ, ის მიმართულია მათი პოლიტიკური მიზნებისკენ“, - აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
აღსანიშნავია, რომ დღეს აქცია სახელწოდებით „შინ ევროპისკენ“ თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. საპროტესტო მსვლელობა სტარტს პარლამენტის შენობიდან აიღებს და ევროპის მოედნისკენ გაგრძელდება, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.