ეს ხალხი შეიკრიბება თავისი ქვეყნის სიყვარულით. მხარს დაუჭერენ იმ ძლიერ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა განვითარების ასეთ მაღალ ეტაპამდე მოიყვანა - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

ეს ხალხი შეიკრიბება თავისი ქვეყნის სიყვარულით, ამ სიყვარულით მივალთ არჩევნებზე და მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა, მშვიდობას, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ დღევანდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხალხი მხარს დაუჭერს იმ ძლიერ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მთელი ამ პერიოდის, 12 წლის, განმავლობაში ქვეყანა განვითარების ასეთ მაღალ ეტაპამდე მოიყვანა.

„განსხვავებით მათი[ოპოზიციის] აქციებისგან, როდესაც ლიდერები იმალებოდნენ და სცენაზეც ვერ ადიოდნენ, დღეს ჩვენს შეკრებაზე სცენაზე გამოვლენ ლიდერები ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ვისაც ნამდვილად უნდა ენდოს ქართველი ხალხი, ვისაც არასდროს გაუმტყუნებია ქართველი ხალხის იმედი. ყოველთვის ჩასდგომიან ბრძოლის სათავეში და ყოველთვის გაუმარჯვიათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.