სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
სოროსმა და დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა უკანასკნელ წლებში წარმატებას მიაღწიეს, ქართული მედია, განათლება და პოლიტიკური სფერო აშშ-ისა და ევროკავშირის პრიორიტეტებს დაუახლოვეს. ინფორმაციას The American Conservative-ი ავრცელებს.
„სოროსმა და დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა უკანასკნელ წლებში წარმატებას მიაღწიეს, ქართული მედია, განათლება და პოლიტიკური სფერო აშშ-ისა და ევროკავშირის პრიორიტეტებს დაუახლოვეს. ლგბტ-ლოზუნგებით შეიარაღებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებსაც დასავლეთი უჭერს მხარს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ“, - აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.
სტატიის ავტორის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მაიკ ბენცმა ცოტა ხნის წინ ახსნა, თუ რა ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ საზოგადოების აზრზე დომინირება.
„დაშინების ტაქტიკამ საქართველოში ბევრი დაადუმა, მათ ეშინოდათ, რომ ისინი პუტინის სპიკერებად არ გაესაღებინათ“, - წერს სტატიის ავტორი.