სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, პირველ მოადგილესთან გიორგი ქოჩიაშვილთან, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად ასპინძის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზის რეაბილიტაცია, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 239 700 ლარს.
პროექტის ფარგლებში ეწყობა 461 მ. ასფალტო/ბეტონის საფარი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.