Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
ეს იყო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა აღასრულა უმრავლესობით არჩეულმა ხელისუფლებამ „ქართულმა ოცნებამ“, -განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის კანონს ხელს არ აწერდა და მას არც ვეტო დაადო ადასტურებს სწორედ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა.
„თავისი ამ დამალობანათი, არც ხელის მოწერით და ა.შ. მკაფიოდ და ღიად დააფიქსირა ის პოზიცია რასაც ვამხელდით, რომ ისინი შინაგანად ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.