ეს იყო პირდაპირი მცდელობა ხელისუფლების დამხობის, ისინი ძალადობრივი გზით შეიჭრნენ შენობაში - ზურაბ რურუა ათონელზე განვითარებული მოვლენების შესახებ

ზუკა რურუა

 ათონელის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიების დასრულების მოლოდინში, მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ძალოვანების სწრაფი ქმედება ადეკვატური და წარმატებული იყო და ახლა მომხდარის შეფასებას პროკურატურისგან ელიან.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ რურუას განცხადებოით, ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა.

"ეს იყო პირდაპირი მცდელობა ხელისუფლების დამხობის, ისინი ძალადობრივი გზით შეიჭრნენ შენობაში და ალბათ, რავიცი, იქ აპირებდნენ დაკავებას. მე დავინახე დანაშაულის ნიშნები, როგორც ორგანიზატორების, ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ შსს-ს ქმედება იყო სრულიად სწორი და ახლა გამოძიებას უნდა დაველოდოთ თუ რა შეფასებას მისცემს მათ ამ მოწოდებებს რევოლუციისკენ და გადატრიალებისკენ", - აცხადებს რურუა.