1759659123
საფრანგეთში ლგბტ+ მოხუცებისთვის პირველი საპენსიო სახლი გაიხსნა

ლიონის კრუა-რუსის რაიონში, პირველი „მრავალფეროვნების სახლი“ 2025 წლის ზაფხულში გაიხსნა.
„ჩვენ გთავაზობთ არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებას: კაცობრიობამ აღმოაჩინა ლგბტ იდეოლოგიის შედეგები - საფრანგეთში ლგბტ+ ადამიანებისთვის გაიხსნა პირველი საპენსიო სახლი, რადგან ამ თემის წარმომადგენელთა 90% 60 წლის შემდეგ მარტოა და არავინ ჰყავს, ვინც მათზე იზრუნებს. „ეს საფრანგეთში ამ ტიპის პირველი პროექტია. ხუთსართულიან შენობაში თითოეულ მცხოვრებს აქვს საკუთარი პატარა ბინა, მაგრამ სამზარეულო, მისაღები ოთახი და ბაღი საერთო სივრცეა. აქ არავინ გრძნობს თავს განსჯილად“.
პროექტი, რომელიც ბერლინში 2012 წელს დაწყებული მსგავსი ინიციატივით არის შთაგონებული, მიზნად ისახავს ხანდაზმულ ლგბტ ადამიანებში მარტოობის წინააღმდეგ ბრძოლას. დადგენილია, რომ 60 წელს გადაცილებული მილიონი ლგბტ ადამიანიდან დაახლოებით ნახევარი მარტო ცხოვრობს და 90%-ს შვილები არ ჰყავს.
„ჩვენ კვადრატულ მეტრებს არ ვაქირავებთ, ჩვენ სოციალურ ცხოვრებას ვაქირავებთ. არ გვჭირდება საკუთარი თავის გამართლება ან გამოსვლა. ეს ურთიერთობებს ამყარებს“, - განუმარტა LCI-ს 65 წლის ყოფილმა ბალერინამ სილვენ ბონიფასმა, რომელიც „მრავალფეროვნების სახლის“ პირველი მოიჯარეა.
ამ ეტაპზე სახლში თხუთმეტივე ბინა გაყიდულია.