1759738582
ტრამპმა თეთრ სახლში UFC-ის ტურნირის თარიღი გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თეთრი სახლის ტერიტორიაზე UFC-ის ტურნირის ჩატარების თარიღი.
„მომდევნო წლის 14 ივნისს ჩვენ გვექნება UFC-ის დიდი ბრძოლა პირდაპირ თეთრი სახლის ტერიტორიაზე“, – განაცხადა აშშ-ის სამხედრო ძალების აღლუმზე პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს ტრამპი თავის 80 წლის იუბილეს იზეიმებს.
უფრო ადრე UFC-ის ხელმძღვანელმა დანა უაიტმა გამოაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია გადაიხდის დაახლოებით 700 ათას დოლარს იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგება თეთრი სახლის სამხრეთით მინდორს ოქტაგონისა და სხვა დამხმარე მოწყობილობების მონტაჟის შემდეგ.
ვარაუდობენ, რომ თეთრ სახლში UFC-ის ტურნირს ცოცხლად თვალს მიადევნებს დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი.