„სთრონგმენების“ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ ხუთი მედალი მოიპოვა

სთრონგმენები

გერმანიის ქალაქ ფულდაში ძველი წესებით „სთრონგმენის“ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა. ქართველმა სპორტსმენებმა ხუთი მედალი - ოთხი ოქროსა და ერთი ვერცხლის - მოიპოვეს.

ჩემპიონობა ნიკა სამხარაძემ (80 კგ), თორნიკე ხუციშვილმა (90 კგ), ვალიკო ფიფიამ (120 კგ) და ნიკა ლეკაიძემ (120+ კგ) მოიპოვეს, ვიცე-ჩემპიონი კი ლაშა ჯოხაძე (105 კგ) გახდა.

ქართველი სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.