ეს იმ ძალების ხელწერაა, რომლებიც ცდილობენ ნიველირება მოახდინონ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის, მხოლოდ იმ მიზნებისთვის გამოიყენონ თითოეული ადამიანი, რაც სჭირდება "დიფსთეითს" - დავით მათიკაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე

 დავით მათიკაშვილი

"ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული" - ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

"ქართულ ოცნებაში" ელჩს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ჰერჩინსკი მზია ამაღლობელს, პირველ რიგში, შიმშილობის შეწყვეტისკენ უნდა მოუწოდებდეს, თუმცა ამის შესახებ არაფერს ამბობს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ ელჩმა საკუთარი აზრი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში უნდა გამოთქვას. შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც.

"ეს არის ხელწერა იმ ძალებისა, რომლებიც ცდილობენ ნიველირება მოახდინონ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის და მხოლოდ იმ მიზნებისთვის გამოიყენონ თითოეული ადამიანი, რაც სჭირდება გლობალური ომის პარტიას, "დიფსთეითს" და ა.შ. ის, რომ ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ჩვენ აბსოლუტურად წითელ ხაზებს აცდენილ უამრავ განცხადებას ვისმენთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, საზოგადოება ამ ყველაფერს მიეჩვია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არ არის შორს ის დრო, როდესაც ევროკავშირიც გაიაზრებს, ისევე როგორც ეს მოხდა შეერთებულ შტატებში, რას ნიშნავს ქვეყნის სუვერენიტეტი, რას ნიშნავს სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაურევლობა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტით იმოქმედებს და არა იმ სუბიექტური განცხადებებით, რასაც ჩვენ ვისმენთ დღეს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე  დავით მათიკაშვილი.