"ბოლო დაბადების დღე და აუხდენლად დარჩენილი სურვილი..." - ზურა ბაკურაძე 46 წლის გახდებოდა
1734968444
გიორგი გახარია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის გეგმის პირველი ფაზის ტრამპის ინაუგურაციამდე დასრულების აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს, ახლა ეკონომიკური კრიზისის შექმნაზე საუბრობს.
რას გულისმობს გეგმა - გახარიამ განმარტებები ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მეორე ფაზა არის ეკონომიკური კრიზისი, უმართავი პროცესები ამ სფეროში, რამაც უნდა აიძულოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს.
ექსპრემიერის განცხადებას ეხმაურება მმართველი გუნდი - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროტესტებით დამკვეთები ცდილობენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კომპონენტს დაარტყან.
"ეს არის ქვეყნის ღალატის გეგმა, როდესაც შენს საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას იმეტებ სანქციებისთვის, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისთვის და ის, რომ ეს გეგმა არსებობს - ქვეყნის ღალატის, სახელმწიფოს გადატრიალების, კიდევ უფრო მეტი ადამიანების გაღიზიანების, იმ თვალსაზრისით, რომ გაიზარდოს საპროტესტო მუხტი, უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს და უფრო მეტი ადამიანი იყოს ამ ქვეყანაში უკმაყოფილო. ეს არის გეგმა, თუმცა ამ გეგმას არანაირი შესრულება არ უწერია", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.