მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
1763543117
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებში გრძელდება - საკითხი დღეს უკვე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. ერთ-ერთი ცვლილება უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება. ახალი რედაქციის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. მმართველი გუნდში საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაზე, გარე ჩარევის შეზღუდვასა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაზე საუბრობენ.
ემიგრანტებისთვის ხმის წართმევად აფასებენ სიახლეს ოპოზიციაში.
"იმ მილიონობით ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებიან მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, ვეუბნებით, რომ გინდათ, მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა? მაშინ ინებეთ და ჩამობრძანდით საქართველოში 4 წელიწადში ერთხელ. ეს არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე შალვა კერესელიძე.