"ეს არის ოპოზიციის დღის წესრიგი, გლობალურად განსაზღვრული იყო, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო მეორე უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებაში" - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

"სარკისებურად არის გადმოღებული ჩვენი ოპოზიციის მხრიდან, მაიდნის სცენარიდან დაწყებული ომის მთელი ეს სიტუაცია - საქართველოს ან მაიდანიზაცია ან მეორე ფრონტის საკითხი," - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, გლობალურად განსაზღვრული იყო, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო მეორე უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებაში.

"მთელი ჩვენი ოპოზიცია თავიდან ბოლომდე იყო და არის აწყობილი უკრაინის ომზე. ანუ, ჩვენ თუ დავინახავთ, სარკისებურად არის გადმოღებული ჩვენი ოპოზიციის მხრიდან მაიდანის სცენარიდან დაწყებული ომის მთელი ეს სიტუაცია - საქართველოს ან მაიდანიზაცია ან მეორე ფრონტის საკითხი. ეს არის ამ ოპოზიციის დღის წესრიგი, გლობალურად განსაზღვრული იყო, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო მეორე უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებაში. ეს არის ამათი დღის წესრიგი. ამიტომ, ყველაფერი, რაც ამ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, ტრამპი იქნება ეს თუ ნებისმიერი, ამის წინააღმდეგ გამოვლენ ისინი გააფთრებულად," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.