“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ძებნილი ზურაბ ადეიშვილის გაეროში გამოჩენას გამოეხმაურა.
დეპუტატი თვლის, რომ მსგავსი ფაქტები არა მხოლოდ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, არამედ - დემოკრატიისაც.
„ეს ადამიანები, რომლებიც ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ აღიარებულები არიან დამნაშავედ, უცებ გამოჩნდებიან ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. ეს არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს შეურაცხყოფა, არამედ დემოკრატიის და იმ ქვეყნების შეურაცხყოფა, სადაც ეს ხალხი გადაადგილდება. ქართველი და ევროპელი მოქალაქე ხედავს, რომ ქართული და საერთაშორისო სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარებული პიროვნება ასე მშვიდად დაიარება და მეტიც, ხალხს მოძღვრავს საერთაშორისო კონფერენციებიდან. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულებელყოფენ უცხოური ძალები, რომლებიც დამნაშავეებს საერთაშორისო კონფერენციებში აღებინებენ მონაწილეობას“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეერთებულ შტატებშია ზურაბ ადეიშვილი. ის ოფიციალურ შეხვედრებსა და სხდომებში იღებს მონაწილეობას.