ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რევოლუციური ინსტრუქციები ნათლად აჩვენებს Deep State-ის გავლენას ევროკავშირის პოლიტიკაზე. სხვაგვარად ვერ აიხსნება, თუ როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ქმნის გარკვეულ დოკუმენტს, რომლის განხორციელება დაუყოვნებლივ იწყება ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ, - ნათქვამია „ერთიანია ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს და სწორედ ამის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები.
„ეს არის გამოცხადებული რევოლუციის ქრონიკა, რომელსაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, თვალს ადევნებს ქართველი ხალხი. ზედმეტად მკაფიოა მიზეზები, თუ რატომ არის ეს უდიდესი მანქანა საქართველოს წინააღმდეგ მომართული. ყველამ ვნახეთ, რა მასშტაბის შეტევა მოჰყვა პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ ასრულებს ქვეყნისთვის საზიანო დავალებებს − ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობის და კანონით გამაგრების ნაცვლად, იცავს ბავშვებს მავნე ზემოქმედებისგან და უფრთხილდება ოჯახურ ღირებულებებს; არ თმობს სუვერენიტეტს ვაშინგტონისა და ბრიუსელის სასარგებლოდ და აწარმოებს პოლიტიკას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით; აშშ-ის მმართველი ძალების გლობალური ინტერესების გამო არ წირავს ქვეყანას დამანგრეველ ომში ჩართვით − სწორედ ამ ყველაფრის შეცვლას ისახავს მიზნად მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მომზადებული რევოლუციური ინსტრუქციები.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღვნიშნავთ, რომ საქართველო იმყოფება ევროინტეგრაციის საკითხის პოლიტიკურ ტყვეობაში და ის მხოლოდ შანტაჟის იარაღად გამოიყენება, რათა ქვეყანა აიძულონ დათმოს საკუთარი სუვერენიტეტი. ასეთ ფონზე, მნიშვნელოვანია ვუპასუხოთ შეკითხვას − რამდენად გვიღირს, რომ კონსტიტუციაში, ქვეყნის მთავარ მიზნად გვეწეროს იმ კავშირში გაწევრიანება, სადაც არ გველიან ჩვენი ღირებულებებით, ეროვნული იდენტობით და სუვერენული გადაწყვეტილების უფლებით?“, - წერია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.