პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1759603217
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, მას მოტეხილობა და ჰემატომა აღენიშნება.
კობახიძის განცხადებით, ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე.
"სამართალდამცველები არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთ-ერთ დაშავებულს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა - აქვს მოტეხილობა, აქვს ჰემატომა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს.
ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.