ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება
1771832155
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრას, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა, ხელმომწერი ოჯახებიდან ესწრებოდნენ: ირენ ციციშვილი, ქრისტინე ფაღავა-ბულეზი, კატრინ მარშიე მეუღლესთან ერთად და თამარ ჩხენკელი.
დავით ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა ლევილის მამულის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა პროექტის დროულად და წარმატებით განხორციელების აუცილებლობას.
ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელმა, თამარ კვარაცხელიამ დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მამულის სარეაბილიტაციო პროცესის შესახებ. ყურადღება დაეთმო პროექტის შემდგომ ეტაპებსა და განვითარების ხედვას.
ხაზი გაესვა ლევილის მამულის განსაკუთრებულ როლს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების გაძლიერებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივების განსახორციელებლად ახალი შესაძლებლობების შექმნის კუთხით.
შეხვედრის მონაწილეებმა ლევილის მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.