Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
ამ წუთებში, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 127-ე შეხვედრა იწყება.
ქართული მხარე უკანონოდ დაკავებულთა უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს, ასევე იმსჯელებენ თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებზე.
„მთავარი განსახილველი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებში დაბრუნება. დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება 11 თანამოქალაქე. ყურადღება გამახვილდება ბორდერიზაციის პროცესზე. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტს და ბორდერიზაციამ მოიცვა ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლები.
საუბარი შეეხება ამ ინციდენტსაც, მთავარია, რომ არასრულწლოვნები სახლში იმყოფებიან. იყო კომუნიკაცია და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, დაახლოებით 30-40 წუთზე იყო საუბარი, ისინი დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში“, - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.