დავით მათიკაშვილი: ბაჩო ახალაიას ფაქტორის წამოწევით ნულოვან მხარდაჭერას უფრო აუარესებენ, ეს ძალები თუ ფიქრობენ, რომ გამოიყენებენ ახალაიას ფიგურას და რაიმე შედეგს მიაღწევენ, ცდებიან

 დავით მათიკაშვილი

ბაჩო ახალაიას ფაქტორის წამოწევით ნულოვან მხარდაჭერას კიდევ უფრო აუარესებენ, რადგან ეს ადამიანი ძალმომრეობის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ეს ძალები თუ ფიქრობენ, რომ ახალაიას ფიგურას გამოიყენებენ და რაიმე შედეგს მიაღწევენ, ცდებიან

„ბაჩო ახალაიამ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი ერთხელ უკვე მოიხადა. მან კარგად იცის კანონის შინაარსი, რაც მის დარღვევას მოჰყვება. ამ მოღალატე, ანტიქართულ ძალებს მუდმივად მცდელობა აქვთ, ქვეყანა დააზიანონ. ერთია, რომ ისინი საუბრობენ და ამას შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ მეორეა, რომ ვინმე თუ გადაწყვეტს და სამშობლოს წინააღმდეგ ხელს აწევს, ამ დანაშაულისთვის ადეკვატურ პასუხს მიიღებს.

ბაჩო ახალაიას ფაქტორის წამოწევით ნულოვან მხარდაჭერას კიდევ უფრო აუარესებენ, რადგან ეს ადამიანი ძალმომრეობის სიმბოლოა. ის ისეთი ძალის სახეა, როცა კანონი არავის აინტერესებდა და ადგილი ადამიანების ცემას, გაუპატიურებას და ქონების წართმევას ჰქონდა. ეს ძალები თუ ფიქრობენ, რომ ახალაიას ფიგურას გამოიყენებენ და რაიმე შედეგს მიაღწევენ, ცდებიან“, – განაცხადა მათიკაშვილმა.