ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1753613264
"ექსტრემიზმი, ზუსტად მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყოველთვის ცუდი არ არის," - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა. მისი თქმით, ექსტრემიზმი სამართლიანობის დასაცავად და სამართლიანი საზოგადოების მისაღწევად ცუდი არ შეიძლება იყოს.
"მაგალითად, ექსტრემიზმი სამართლიანობის დაცვაში, სამართლიანი საზოგადოების მისაღწევად უკიდურესი ზომების გამოყენება ცუდი არ შეიძლება იყოს. ექსტრემიზმი თავისუფლების დაცვაში ცუდი საერთოდ არ არის. ექსტრემიზმი ნამდვილად არ არის ის, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.