წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769111270
საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გამოჰკითხეს 5 მოწმე.
ბრალდებულებს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება. 12 დაკავებულია, 3-ს გირაო აქვს შეფარდებული.
"დღეს დაიკითხა 5 მოწმე, რომლებიც იყვნენ ექსპერტები და აღნიშნულმა ექსპერტებმა ჩაატარეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე. ექსპერტებმა თავის დაკითხვაში, ასევე ექსპერტების დასკვნაში მიუთითეს, რომ აღნიშნული პირები, რომლებიც ვიდეოჩანაწერში ჩანან, არიან კონკრეტული ბრალდებულები. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ის პიროვნებები, რომლებიც არიან ჯგუფური ძალადობის მონაწილეები და ასევე, სცადეს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება, ნამდვილად არიან ბრალდებულები", - აცხადებს პროკურორი როინ ხინთიბიძე.
დაცვის მხარის განმარტებით, დღევანდელ სასამართლოზე წარდგენილი ვიდეოები სხვადასხვა კამერითა და რიცხვში იყო გადაღებული. ადვოკატი ვიდეოებს შორის კავშირის არარსებობაზე საუბრობს.