„გუნდმა იცის, რა უნდა გააკეთოს, გადაწყვეტილებას ადგილზე მიიღებენ დიალოგის მიხედვით“ - ზელენსკი აცხადებს, რომ აბუ დაბიში მყოფ უკრაინის დელეგაციასთან მუდმივ კონტაქტზეა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან არაბთა გაერთიანებული საამიროებში სამმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციასთან კონსულტაციები გამართა.

მისივე თქმით, უკრაინის წარმომადგენლებმა იციან, რა უნდა გააკეთონ.

„მე ვესაუბრე დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსტემ უმეროვს. სატელეფონო საუბარს მთელი გუნდი ისმენდა, ყველას ვესაუბრეთ. მოლაპარაკებების ფორმატი შეიძლება, განსხვავებული იყოს და გუნდი ადგილზე მიიღებს გადაწყვეტილებას დიალოგის მიხედვით. ასეთ ფორმატში  დიდი ხნის შემდეგ პირველად იმართება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ განმარტა, რომ ის დელეგაციასთან მუდმივ კონტაქტზე იქნება.

ცნობისთვის, „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აბუ დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა უკვე მიმდინარეობს.