ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი: აბსურდია, არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს, არც მოწამვლებზე, ეს იყო კლინიკური შრომა, მედიკოსების კეთილი სურვილი, თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო

გიორგი ჩახუნაშვილი

აბსურდია, არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს, არც მოწამვლებზე, ეს იყო კლინიკური შრომა, მედიკების კეთილი სურვილი, თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო, - განაცხადა ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა. საკითხზე მან მედიასთან საქალაქო სასამართლოში გამოკითხვამდე ისაუბრა.

ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.