„ვერ ვიჯერებ, რომ დილით შენი სიკვდილი გავიგე...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ
1733999265
ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბრისას წინაპირობად ისეთი საკითხი არ დაუყენებია, რომ ქართველი ერის ნება იყოს უგულებელყოფილი. ამის დაყენება იმთავითვე გამორიცხავდა ზუსტად თემის დაძვრასაც კი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
„საფრანგეთმა გამოიჩინა ინიციატივა, საქართველოში სიტუაციის დასარეგულირებლად მონაწილეობა მიიღოს. მას წინაპირობად ისეთი საკითხი, რომ ქართველი ერის ნება იყოს უგულებელყოფილი, არ დაუყენებია. ამის დაყენება იმთავითვე გამორიცხავდა ზუსტად თემის დაძვრასაც კი. ასე, რომ სწორი მიმართულებაა, მინდა იმედი ვიქონიო, რომ განვითარებაც სწორი იქნება“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.