წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1771441857
"რაც შეეხება ელისო კილაძის დაკავებას, ვფიქრობ, რომ კორუფციისგან ცოტა განსხვავებულ ბრალზეა საუბარი. უშუალოდ ელისო კილაძის დაკავებაზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, შეიძლება, "ქართული ოცნების" არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, თუ დასჭირდათ, ხვალ, ზეგ იყოს თავისუფლებაზე ქალბატონი ელისო," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც პროკურატურის მიერ "ქოლცენტრების" მორიგ მასშტაბურ დანაშაულზე, ელისო კილაძე დაკავებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, "ქოლცენტრების" საქმეზე სრულფასოვანი გამოძიება არ ტარდება.
"რაც შეეხება "ქოლცენტრებს," "ქოლცენტრების" მფარველობის ბრალდებით უმთავრესი რაც არის, საზოგადოებამ ნათლად ნახა, დაკავებულია "ოცნების" სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გრიგოლ ლილუაშვილი, ამის შემდგომ საზოგადოება არ უნახავს ამ პროცესების გაგრძელება, ვინაიდან "ქოც-ცენტრები," ეს იყო ის მასშტაბური პრობლემა, რაზეც ჩვენს გუნდს არაერთხელ გვითქვამს. საინტერესოა, რა პასუხი აქვს გამოძიებას, ვინაიდან, მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილი ხომ არ მართავდა "ქოლცენტრებს?" - მას შემდეგ, რაც დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილი, გაგრძელება ამ საქმის ფაქტობრივად არ გვინახავს, ვინაიდან ეს კონკრეტული საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ამ "ქოც-ცენტრს" ჰყავდა მენეჯმენტი, ჰყავდა ის თანამშრომლები, ვინც აორგანიზებდა ამ მძიმე დანაშაულს და აქ როგორც მძიმე დანაშაული, ასევე, ქვეყნის რეპუტაციასაც ეხება საქმე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის, ესეც არის ერთ-ერთი გამოხატულება, ვინაიდან, ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ამ საქმის სრულფასოვან გამოძიებას," - განაცხადა გიგა ფარულავამ.