პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქალბატონი კელის ვნებანი“, სხვა რა უნდა ვუწოდო პატივცემული ელჩის უკვე მერამდენე არადიპლომატიურ დამოძღვრებას, ჭკუის სწავლებას იმ ქვეყნის პოლიტიკური ძალების ხელისუფლების, პოლიტიკური ძალების, მმართველი გუნდის თუ საზოგადოების მიმართ, სადაც თავად არის აკრედიტირებული, - ასე ეხმაურება დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი გიგლა ბარამიძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
„მე, როგორც ამავე დროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგის მქონე ადამიანი გაოცებული ვარ - „ქალბატონი კელის ვნებანი“, სხვა რა უნდა ვუწოდო პატივცემული ელჩის უკვე მერამდენე არადიპლომატიურ დამოძღვრებას, ჭკუის სწავლებას, თუ პერიოდულად მუქარანარევ ოპუსებს იმ ქვეყნის პოლიტიკური ძალების ხელისუფლების, პოლიტიკური ძალების, მმართველი გუნდის თუ საზოგადოების მიმართ, სადაც თავად არის აკრედიტირებული. ნუთუ გააუქმეს ვენის კონვენცია და არ ვიცით, არ იქნებ ზოგიერთ ელჩს გენერალ-მაკონტროლებელი გუბერნატორის სტატუსი ჩააბარეს და ვერ გაგვიგია, ან იქნებ საქმე გვაქვს ელჩის პირად ჭმუნვებთან, სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, პირად ურთიერთობებთან და ჩვენ ვერ მივმხვდარვართ.
ვის შევჩივლოთ, რუსთაველი მკვდარიაო, ამის პერიფრაზირებას გავაკეთებ და „ვის შევჩივლოთ, ფოლკნერი მკვდარია, სინკლერ ლუისიც, ო. ჰენრიც და ფიცჯერალდიც, ჯორჯ ვაშინგტონიც და რონალდ რეიგანიც. ვინ გვიშუამდგომლებს, ვინ დაგვამშვიდებს?!
ქალბატონი ელჩი ვერ მიმხვდარა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების, ქმედებების და მოღვაწეობის არეალიდან, ფარგლებიდან არის გამოსული და ის იქცა მხარედ. ელჩს არანაირი უფლება აქვს, რომელიმე უცხო ქვეყანაში თუნდაც მეგობრულში, მხარე იყოს.
ის კარგა ხანია, უკვე მხარეა. ეს არა შემჩნეული, არამედ დადასტურებულია. რადიკალური სექტის, „ნაც ბანდის“ მხარეა. ლამის, ამ ბანდას ბინა აქვს დადებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის საელჩოში ქალბატონი ელჩის ხელშეწყობით.
არ ვიცი, ამას რა ჰქვია, ხიბლი თუ წინასწარი გეგმა, არ მინდა ეს დავიჯერო, ამ ყველაფერში ჩართულია და ვერ მიმხვდარა, რომ უკვე დაასრულოს.
მე კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, 4-5 წელი ჩვენს მეგობარ სომხეთში ვიყავი, მე არ ვადრი მასშტაბებს ამერიკის ელჩის მოღვაწეობას საქართველოს ელჩის მოღვაწეობას შორის, მაგრამ წარმოუდგენელია, როდესაც ელჩი ასეთ განცხადებებს აკეთებს. მოძღვრავს ერს, ქვეყანას, მმართველ გუნდს, მოგვწონს თუ არა ეს, შენ უნდა შეინახო პირად ემოციებში და საქმეებში და შემდეგ დიპლომატიური ფოსტით ანალიზს აკეთებ ქვეყანაში არსებული სიტუაციის და ამას აწვდი ფარულად, დიპლომატიური ფოსტით შენს წარმომგზავნებს, ანუ შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ესაა და ეს.
შეიძლება, ზოგადად გამოთქვას სურვილი. ეს ჩართულია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუ შეერთებულ შტატებში არ გაიწვიეს, ქალბატონი დეგნანი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და „ნაცმოძრაობის“ „ნაცბანდის“ სიაში შეიძლება ჩაეწეროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. გვერდით ეყოლება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, აქეთ გიგაური. მათ გარემოში გრძნობს თავს კარგად, მერე ალბათ იტყვის, გაუმარჯოს მიშასო.
ძალიან სამწუხაროა, ის გამოსულია დიპლომატიის ჩარჩოებიდან, ან მრჩეველი არ ჰყავს, ან ვერ ხვდება. ეს აღიზიანებს საზოგადოებას. მე მადარდებს ჩვენი ურთიერთობა ჩვენს მეგობრებთან, ელჩები ამას არ უნდა აფუჭებდნენ“, - აცხადებს ბარამიძე.
პოლიტიკოსის შეფასებით, ელჩის განცხადებები რადიკალური ოპოზიციის ტექსტით მეტყველებს, ეს კი ყველა ჩარჩოს სცდება.
„ელჩი, რომელიც აკრედიტებულ ქვეყანაში ხდება მხარე, ის აღარ არის ელჩი, აღარ აქვს უფლება იყოს ელჩი. აღარ უნდა წაიკითხოს ვენის კონვენცია თავიდან.
როდესაც ელჩი რადიკალური ოპოზიციის ტექსტით და სიტყვებით მეტყველებს, ეს ხომ პირველი შემთხვევა არაა? რომელ პოლარიზაციაზე მელაპარაკება ქალბატონი ელჩი, როდესაც თავის ქვეყანაში ლამის სამოქალაქო ომია დაწყებული, საშინელი დაპირისპირებაა პოლიტიკური და სოციალური.
რომ არ ვიცოდეთ, რომ ამ განცხადების ავტორი კელია და იყოს ლაკა ხოშტარია, ან კიდევ ვინმე სხვა, არ გამიკვირდება, ერთი და იგივეა, სხვაობა არ არის. რამდენი სვანური ქუდიც უნდა დაიხუროს თავზე და „ვორგილი ვოსა“ იძახოს, მისი არ მჯერა. ეს არის ხელოვნური, მისი ყოველი განცხადება და ქმედება მიდრეკილია იმისკენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.
პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც ჯერ კიდევ 6 თვის წინ მივწერე ევროკავშირს და კელი დეგნანს, რომ ისინი არიან მხარე.
იცით როდიდან აირია ჩვენი საპატივცემულო ელჩი? როდესაც ძალიან უნდოდა გასული წლის 5 ივლისს რუსთაველზე ჩატარებულიყო გეი პარადი. იმ დღიდან რომ არ გამოუვიდა, იმდენად ვერ ერევა ემოციებს, ეს ემჩნევა. ხომ წელიწად-ნახევარია გასული, მაგრამ დიპლომატიურ ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა. ის, რომ კელი დეგნანი ემოციებით მოქმედებს ვიდრე გააზრებული დიპლომატის, იმ დღიდან არის. თავს ვეღარ მართავს.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოამზადა რეკომენდაციები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ამასთან, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ბრალდებებს დღეს უგუნური და კონსპირაციის უსაფუძვლო თეორიები უწოდა,“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.