პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დავით ბაქრაძის გაერო-ში ელჩად დანიშვნაზე ჩემს ხელმოწერას ერთი მხრივ დეპოლარიზაციისთვის ხელი უნდა შეეწყო, თუმცა ასე არ იქნა მიღებული, რადგან დღეს ოხ, საკვირველებავ, მივიღე ელჩების თანამდებობაზე შვიდი წარდგენა, ისე, რომ არც ერთი საიდუმლო კონსულტაცია არ ჩატარებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი წარდგინებები ხელისუფლების პასუხია მისი მისამართით.
„დამიდეს მაგიდაზე ეს შვიდი წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან და მგონი, საჭიროა და უკვე ვეღარ მოითმენს ეს სიტუაცია, რომ საკონსტიტუციომ განიხილოს ეს საკითხი. ტექსტები, არსებული პრაქტიკა და კონფიდენციალური დოკუმენტები, რაც ჩვენ გვაქვს, ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები, რადგან პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილიე, ამ დარგში მით უმეტეს. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.