ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე სიტყვით გამოვა - თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, "გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას.

ფორუმის ფარგლებში, მარიამ ქვრიშვილი სიტყვით გამოვა ტრანს კასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე. ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი, დელეგაციასთან ერთად გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს ჩინეთის ტრანსპორტისა და კომერციის სამინისტროებში, ასევე, შეხვდება წამყვანი ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს. ფორუმს პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო მასპინძლობს.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობს გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, რომელიც იმართება ქალაქ პეკინში. მინისტრი სიტყვით გამოვა აღნიშნული ფორუმის ფარგლებში, სადაც ყურადღება გამახვილდება შუა დერეფანზე, მის ტენდენციებზე და, ასევე, საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან", - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.