1771531835
ეკა სეფაშვილი: თანმიმდევრული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის სათანადო რეალიზაცია გვავალდებულებს მხარი დავუჭიროთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში და წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის, ეკა სეფაშვილის განცხადებით, თანმიმდევრული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის სათანადო რეალიზაცია ავალდებულებს ხელისუფლებას მხარი დაუჭიროს მშვიდობას საქართველოში და წვლილი შეიტანოს რეგიონულ სტაბილურობაში.
როგორც სეფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, წამყვანი პრესტიჟული დასავლური ინსტიტუტების მიერ, ისეთების როგორიცაა ევროკომისია, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მომზადებული რეიტინგების თანახმად, საქართველო მოწინავე ადგილებზეა და უსწრებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგ ქვეყანასაც.
„ჩვენ საქართველოს შესახებ ყალბი ინფორმაციებისა და სპეკულაციური განცხადებების გავრცელების თვითმხილველები ვართ, მაგრამ რეალობა განსხვავებულია. მაგალითად, მე მტკიცედ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მყარად ადგას დემოკრატიული განვითარების გზას. წამყვანი პრესტიჟული დასავლური ინსტიტუტების მიერ, ისეთების როგორიცაა ევროკომისია, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ., მომზადებული რეიტინგების თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების სიაში, არამედ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგ ქვეყანას კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ეფექტური მართლმსაჯულების, კორუფციის კონტროლის, სამოქალაქო უფლებების თავისუფლების, სამართლიანი არჩევნები, პოლიტიკური უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის და სხვა თვალსაზრისით.
ამავდროულად, თანმიმდევრული, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის სათანადო რეალიზაცია გვავალდებულებს მხარი დავუჭიროთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში და წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში. მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა მთავარი პირობებია ინტენსიური რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს ყველა მონაწილე ქვეყნის საერთო ინტერესს წარმოადგენს.
სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობისთვის ხდება. ეს არის ჩვენი საზოგადოებების, მონაწილე ქვეყნების მთავარი მიზანი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიის დაცვასა და განვითარებაზე, ჩვენი მოქალაქეების, უფლებების დაცვაზე, მშვიდობიანად ცხოვრების უფლების დაცვაზე, კულტურული, სოციალური, ეკონომიკური უფლებების დაცვაზე. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ მშვიდობის მხარდასაჭერად, ინტენსიური ეკონომიკური თანამშრომლობის განსავითარებლად და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ასამაღლებლად“, - განაცხადა სეფაშვილმა.










