24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1750707213
[უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან რადიკალური განცხადებების] მიზანი, რა თქმა უნდა, ევროსკეპტიციზმის გაღვივება არ არის, თუმცა, იმდენად იტყუებიან, ისეთ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ საქართველოსთან მიმართებით და იმგვარად არიან რეალობას აცდენილები, რომ ქართულ საზოგადოებას ეს ევროკავშირის მიმართ ნდობას აკარგვინებს, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ზრდა უცხოელ რადიკალ პოლიტიკოსებს უკავშირდება, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ყველა მეთოდს იყენებენ, რათა ქვეყანა ომში ჩართონ.
„ბოლო პერიოდის კვლევამ აჩვენა, რომ 17%-ით შემცირდა საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისადმი. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია და სწორედ ევრო ბიუროკრატიის არასწორი პოლიტიკისა და უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგია, რასაც საქართველოსთან მიმართებით ატარებენ.
მსგავსი ზეწოლა საქართველოს მიმართ განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზნით - საქართველოში რამენაირად შეცვალონ ხელისუფლება და დააბრუნონ უცხოელი აქტორების მიერ მართული აგენტურა, შემდეგ კი, მათი დახმარებით, ჩვენი ქვეყანა ომში ჩართონ. ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ზრდაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად [რადიკალურად განწყობილი უცხოელი პოლიტიკოსები] ყველა მეთოდსა და საშუალებას იყენებენ, მათ შორის, ტყუილსა და სიცრუეს, რასაც ქართველი ხალხი არ იღებს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.