იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ვფიქრობ ეს ერთ-ერთი კარგი ნიშანია იმის, თუ როგორ ხდება ნელ-ნელა საღი აზრის გამოღვიძება, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.
„გასაკვირი ნამდვილად არარის, რომ ჩავარდა, იმდენად არ ასახავდა ეს აქტი რეალობას და აცდენილი იყო რეალურ ფაქტებს. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი კარგი ნიშანია იმის, თუ როგორ ხდება ნელ-ნელა საღი აზრის გამოღვიძება და ურთიერთობების პრაგმატულ ჭრილში გადასვლა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.