პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, დიდ უბედურებას უპირებენ საქართველოს! გათვლა აქვთ სისხლმდუღარე და ცხელი გონებით მოფიქრალ ახალგაზრდობის ნაწილზე! დიახ სწორედ ამ კეთილი და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ახალგაზრდების ნაწილის მეშვეობით უნდათ საქართველო ჩაითრიონ ომში!“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ახალგაზრდების ნაწილის მეშვეობით საქართველო ჩაითრიონ ომში! ამას ემსახურება საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონის ქმედებები და მათივე ტელევიზიების პროვოკაციული ჩართვები, როგორც ქვეყნის შიგნიდან ისე გარედან.
„უნდა დავწერო! საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, დიდ უბედურებას უპირებენ საქართველოს! გათვლა აქვთ სისხლმდუღარე და ცხელი გონებით მოფიქრალ ახალგაზრდობის ნაწილზე! დიახ სწორედ ამ კეთილი და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ახალგაზრდების ნაწილის მეშვეობით უნდათ საქართველო ჩაითრიონ ომში! როგორ? იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არაერთგზის აპრობირებულ და დახვეწილ მეთოდებს! ცდილობენ საზოგადოების ამ ენერგიულ ნაწილს პროპაგანდის მეშვეობით აასხან იარაღი, გაასროლინონ! დაიღუპოს ზოგიერთი მათგანი და მერე საქართველოა ეს და წავა ჯაჭვური რეაქცია! დაღუპულთა მშობლები, ძმაკაცები, ახლობლებს, ნათესაობა და .... ჩაერთვება! სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში მყოფი მეხუთე კოლონის ქმედებები და მათივე ტელევიზიების პროვოკაციული ჩართვები, როგორც ქვეყნის შიგნიდან ისე გარედან! მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მათი ქმედებებიდან გამომდინარე საქართველოს ომში ჩათრევა! რატომ? იმიტომ რომ ისე სხვანაირად არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ მოვლენ! მერე კიდევ ვიღაცეებს აქ ეროვნული ინტერესების მატარებელი ხელისუფლება არანაირად არ აწყობთ! მართალია, ჯერ ვერ გაჭრა მათმა პროვოკაციული ქმედებებმა, მაგრამ დარწმუნებული იყავით არსენალში ბევრი ე.წ. ზოლოტოი ზაპასი" აქვთ შენახული! მივმართავ საქართველოსთვის გულანთებულ ბიჭებს და გოგონებს ახლა, როგორც არასდროს ისეა საჭირო გონიერება, მოთმინება და მეხუთე კოლონის გადმოგდებულ პროვოკაციებზე არ აყოლა! საქართველოს არ ეგების მის გასანადგურებლად მეხუთე კოლონის მიერ წინასწარ დაგეგმილ ომში ჩათრევა! ეს ჩვენი სამშობლოს, საბოლოო დასასრული იქნება! ფრთხილად ახალგაზრდა ქართველებო წინ ვერაგი მტერია მეხუთე კოლონის სახით! ხოლო, თქვენს უკან კი საქართველო უდიდესი ისტორიითა და კულტურით, რომლის წალეკაც სურთ შინაურ თუ გარეშე დუშმანებს! მწამს თქვენ ამას არ დაუშვებთ!“ -წერს ედიშერ გვენეტაძე.