ედიშერ გვენეტაძე  ხაზარაძეზე - თუ ასეა შეწუხებული დიდი მეცნიერის სახლ-მუზეუმის ბედით, გაარემონტოს ღირსეული მამულიშვილის მამა-პაპისეული სახლ-კარი, მაგრამ სად სცალია ამისთვის

გვენეტაძე

ბატონ მამუკას ვურჩევდი, უსამართლო კრიტიკასთან ერთად, ერთხელ მაინც მიბაძოს ბიძინა ივანიშვილს და  ერთხელ, ერთხელ და მხოლოდ ერთხელ გაუკეთოს რესტავრაცია რომელიმე ისტორიულ ძეგლს სამტრედიაში ან თუნდაც მთლიან  საქართველოში) და დაეხმაროს სოციალურად შეჭირვებულებს! - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მამუკა ხაზარაძის facebook  სტატუს აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმთან დაკავშირებით.

„გენიალურად თქვა, გენიალურად, ჩვენმა წინაპარმა: " ბაბუა კაცს, რომ შუბლისძარღვი გაუწყდება იმისგან ყველაფერია მოსალოდნელიო"! ჰოდა ასეთად წარმოგვიდგება აქაც ამ შემთხვევაში ბანკირი-წუწურაქი მამუკა ხაზრაძე, რომელიც ამართლებს მეორე ქართულ სიბრძნესაც: "ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდა"!
ეს კაცი თუ ასეა შეწუხებული დიდი მეცნიერის სახლ-მუზეუმზე და არ ასვენებს დღე და ღამე მასზე ფიქრები, კარგი იქნება გაკრას  მუთაქებზე  ჩაკუჭულ ასიანებს ხელი და გაარემონტოს

ღირსეული მამულიშვილის მამაპაპისეული სახლ-კარი! ისე ვურჩევდი ბნ მამუკას უსამართლო კრიტიკასთან ერთად, ერთხელ მაინც მიბაძოს ბიძინა ივანიშვილს და  ერთხელ, ერთხელ და მხოლოდ ერთხელ გაუკეთოს რესტავრაცია რომელიმე ისტორიულ ძეგლს სამტრედიაში ან თუნდაც მთლიან  საქართველოში) და დაეხმაროს სოციალურად შეჭირვებულებს, მაგრამ სად სცალია და  ამისათვის სად აქვს ფული უკრაინის ბედზე  "მჭმუნვარედ მოფიქრალ" და კიევში სელფების გადასაღებად ჩასულ , ამ მომდევნო მილიარდ ლარის დაგროვებაზე  მომუშავე კაჟაია ბულავას! - წერს გვენეტაძე facebook - ზე.